Thursday, January 29, 2026

ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ადრეულ ქორწინებაზე

 რა არის ადრეული ქორწინება

ადრეულ ქორწინებად ითვლება ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც არ მიუღწევია 18 წლის ასაკისათვის. მიუხედავად კლების ტენდენციისა, საქართველოში კვლავ მაღალია ადრეული ქორწინების მაჩვენებელი - ის უტოლდება მოლდოვეთისა და თურქეთის მაჩვენებელს და აჭარბებს მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის, მაჩვენებელს.

არსებული მონაცემებით, 20-24 წლის ასაკის ქალთა 14 % აღნიშნავს, რომ ოჯახი 18 წლის ასაკამდე შექმნა. ვაჟებში ხუთჯერ უფრო ნაკლებია ადრეული ქორწინების შემთხვევები. ადრეული ქორწინების საქართველოს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები ადრეული ქორწინების შესახებ, რადგან ქორწინებათა უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, თუკი გავითვალისწინებთ არარეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობასაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. 2018 წელს საქსტატი გეგმავს ადრეული ქორწინების გავრცელების რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებას.

ავტორი: დარია ისაევა 

ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოკვლევის მთავარი მიგნებები

ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინება გავრცელებული მოვლენაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქ თბილისის ჩათვლით. ადრეული ქორწინება არ არის დაკავშირებული მხოლოდ ტრადიციებსა და ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებთან, როგორც ეს თავდაპირველად იყო მიჩნეული. ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფში ადრეული ქორწინების ასაკად სახელდება 13-15 წლები, ძირითად მოსახლეობაში ქორწინების ასაკია 16-17 წლები.

გამოკითხული გოგონები და ბიჭები ამბობენ, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკა შეიცვალა და მათ მეტი არჩევანი აქვთ და მეტად ეთქმით სიტყვა მშობლების გადაწყვეტილების თაობაზე.

ადრეული ქორწინების გამომწვევი ფაქტორები: ნორმები, რომლებიც ახალგაზრდებს უზღუდავს შესაძლებლობას თავისუფლად შეხვდნენ მეგობარ გოგოს/ბიჭს; მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი უკავშირდება ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის ტაბუდადებულ თემას; ეკონომიკური პრობლემები - ამ პირობებში ოჯახებისთვის ხშირად ქორწინებაა ყველაზე მისაღები ფინანსური გამოსავალი.

გოგონები, რომლებიც ადრე ქორწინდებიან, ტოვებენ სკოლას. საშუალო და უმაღლესი განათლება ბიჭებისთვის უფრო პრიორიტეტულია. გარდა ამისა, ქორწინების შემდეგ გოგონების მიერ განათლების გაგრძელების გადაწყვეტილებას ხშირად მათი ქმრები და დედამთილ-მამამთილები იღებენ.

გამოკვლევის მონაწილეთა უმრავლესობა აცნობიერებს ადრეული ქორწინების შემთხვევაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს.

რესპონდენტების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ დაქორწინების შემდეგ გოგონებში მკვეთრად იზღუდება მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერის გამოყენება როგორც ქმრების, ისე მათი მშობლების მიერ - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცოლსა და ქმარს შორის შედარებით დიდია ასაკობრივი სხვაობა.

რესპონდენტთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათთვის ცნობილია ის კანონი, რომელიც კრძალავს ადრეულ ქორწინებას, თუმცა ცოტამ თუ იცის კანონის ბოლო ცვლილებების შესახებ.

ავტორები: დურსუნ ისაევი, ელნურა აბილოვა

წყარო

No comments:

Post a Comment

ტრადიციის მარწუხებში

ფოტო ხშირად ის, რაც გარედან ლამაზად ჩანს, სინამდვილეში მძიმე ტვირთია. ადრეული ქორწინება მახეს ჰგავს, რომელიც ნელ-ნელა იჭერს მოზარდს და ართმე...